logo
ENG



კუჭავა "აფხაზეთის რკინიგზაზე": ვხედავთ დესტრუქციულ ქმედებებს, იქნება შესაბამისი რეაგირება

16 ნოე 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი კახა კუჭავა დროების მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთი და ოკუპირებული სოხუმი რკინიგზის განახლებაზე შეთანხმდნენ და ამბობს, რომ მსგავს ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება იქნება. 

როგორც კუჭავამ აღნიშნა, დაიბლოკება ის ნაბიჯები, რომლებიც ასეთი ტიპის ქმედებების განხორციელებას ხელს უწყობს. 

"ჩვენ ვხედავთ მათ [ოკუპირებული ტერიტორიების] დესტრუქციულ ქმედებებს ფაქტიურად ყოველდღიურად, აუცილებელია საჭიროებდეს შესაბამის რეაგირებას ერთის მხრივ საზოგადოების მხრიდან და ამისთვის ვმუშაობთ ყოველდღე. აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც და ყველანაირად მოხდება იმ ნაბიჯების მაქსიმალურად დაბლოკვა, რომელიც ხელს შეუწყობს, მსგავსი ქმედებების განხორციელებას", - განაცხადა კახა კუჭავამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დროებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოფიციალური მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის განახლებაზე შეთანხმდნენ. როგორც წყარო აცხადებს, აღნიშნულ თემაზე შეხვედრა 12 ნოემბერს, სოჭში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია შეხვდნენ. 

ცნობისთვის, ადრე ე.წ. აფხაზეთის რკინიგზა რუსეთსა და საქართველოსაც აკავშირებდა ერთმანეთთან, მაგრამ კავშირი მთლიანად 1992-94 წლების ომის შემდეგ შეწყდა.

 


close დახურვა